10 წლიანი გამოცდილება

ჩვენ შესახებ

კომპანია „ჯი ემ სერვისის“ სპეციალიზაცია მდგომარეობს ლაზერული საბეჭდი ტექნიკის მომსახურებაში, რაც ვრცელდება HP, Canon, Samsung და Xerox–ის ფირმების ორგტექნიკაზე. ამ დარგში ჩვენი კომპანია მოღვაწეობს მრავალი წლის მანძილზე. ჩვენ შევიძინეთ სათანადო გამოცდილება და ცოდნა, ვცდილობთ დავამყაროთ კლიენტთან კარგი ურთიერთობა. გვაქვს მუშაობის გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებთან როგორიცაა ბანკები, სახელმწიფო დაწესებულებები და ფართო ქსელის მქონე სავაჭრო ობიექტები. მთავარი აქცენტი კეთდება ხარისხზე. აგრეთვე, კომპანია ითვალისწინებს მსოფლიოში დღეს არსებულ ფინანსურ კრიზისს და შემუშავებული აქვს მომსახურების ღირებულების შემცირების გეგმა, რომელსაც ახორციელებს კლიენტთან მჭიდრო თანამშრომლობით. კომპანიას ჰყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც დაუყოვნებლივ აკითხავენ კლიენტს მითითებულ მისამართზე და მისი თანდასწრებით ასრულებენ სამუშაოს. ნებისმიერი დამატებითი მომსახურება შეთანხმებული იქნება კლიენტთან პროფესიონალური ახსნა–განმარტების საფუძველზე და შესრულდება კლიენტის თანხმობით.

www.000webhost.com