10 წლიანი გამოცდილება

კითხვა-პასუხი

„რამდენს უნდა ბეჭდავდეს დამუხტული კარტრიჯი?“

ეს კითხვა ხშირად ებადებათ ჩვენს კლიენტებს, რომელთაც სურთ, რომ მათი კარტრიჯი ყოველთვის ახალივით ბეჭდავდეს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მოდელის კარტრიჯს სხვადასხვა პარამეტრები აქვს. მაგალითად, Q2612A მოდელის ახალი კარტრიჯი უნდა ბეჭდავდეს დაახლოებით 2 000 ფურცელს, იმ შემთხვევაში, თუ ტონერით ანუ საღებავით ფურცლის დაფარვა არ აღემატება 5%–ს. ბევრჯერ დამუხტული კარტრიჯი ჩვეულებრივ ბეჭდავს 5–15%–ით ნაკლებს, მაგრამ კარტრიჯის სწორი მოვლის შემთხვევაში ამ პარამეტრების შენარჩუნება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც ამცირებს ნებისმიერი ორგანიზაციის ხარჯებს.

„რამდენ ხანში ერთხელ იცვლება „ფოტოდოლი“?“

ეს დამოკიდებულია ბეჭდვის ინტენსიურობასა და საოფისე ქაღალდის ხარისხზე. შეიძლება ორგანიზაცია ბეჭდავს მცირე მოცულობის ტექსტს, მაგალითად სფეციფიკურ ბლანკს, რომლის დროსაც ტონერით დაფარვა არის 1%, ასე რომ Q2612A მოდელის კარტრიჯმა შეიძლება დაბეჭდოს 4000–5000 ფურცელი და ამ შემთხვევაში „ფოტოდოლი“ გაცვდება შემდგომ დამუხტვამდე, რადგან მას შეხება ჰქონდა ამდენი რაოდენობის ფურცელთან. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ ინახება კარტრიჯი. მზის სხივები, სიცხე, ნესტი, მექანიკური დაზიანებები აქვეითებს კარტრიჯის შრომისუნარიანობას. ჩვენი პერსონალი მომზადებულია იმისთვის, რომ რეკომენდაციები გაუწიოს კლიენტს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

„როგორ დავრწმუნდეთ, რომ თქვენი მომსახურება იაფი დაგვიჯდება?“

ეს ზუსტად ის კითხვაა, რაც ჩადებულია ჩვენი კომპანიის მიზანში, კერძოდ, ხარისხიანი მომსახურება ხარჯების შემცირებით. ამის მისაღწევად კომპანიას შემუშავებული აქვს კარტრიჯების დანომრვის სისტემა. დგინდება ნუსხა, სადაც აისახება შემდეგი ინფორმაცია: როდის და რამდენჯერ დაიმუხტა კარტრიჯი, როდის შეეცვალა „ფოტოდოლი“, რა ნაწილები შეეცვალა და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია კლიენტისთვის შემდგომი გაკონტროლებისა და შემოწმების მიზნით. რა თქმა უნდა, მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების სიმცირე ჩანს არა პირველ დამუხტვასა და დაზიანებული კარტრიჯების აღდგენაში, არამედ ერთი კვარტალის განვალობაში. ჩვენ დავიმსახურეთ არაერთი ორგანიზაციის დადებითი გამოხმაურება ხარჯების შემცირების, მაღალხარისხიანი და დროული მომსახურების თაობაზე. ზუსტად ასეთ მომსახურებას გთავაზობთ თქვენც. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენც სათანადოდ შეაფასებთ ჩვენ მიერ თქვენთვის შესრულებულ სამუშაოს!

www.000webhost.com